ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ფარავნის უღელტეხილზე გადაადგილება შეიზღუდა. ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ძლიერი ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გარდა ამისა, შეზღუდვები მოქმედებს ამავე გზის სხვა მონაკვეთზეც: კმ110-კმ146 მონაკვეთზე: აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება.

გზების დეპარტამენტი მძღოლებს სიფრთხილისკენ და არსებული რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს.