დაგროვებითი პენსიით 30 138-მა ადამიანმა ისარგებლა - საპენსიო ფონდი
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 66
დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 30,138-მა პირმა. ამის შესახებ საქართველოს საპენსიო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
31 მარტის მდგომარეობით არსებული მონაცემები გამოაქვეყნა, ამ ადამიანებზე პენსიის სახით 145,5 მილიონი ლარი გაიცა.
უახლესი სტატისტიკით, ფონდის აქტივებმა 8.8 მილიარდ ლარს, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა 2.4 მილიარდ ლარს გადააჭარბა. საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 727 ათასი ადამიანია.
ცნობისთვის, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონის შესაბამისად, საპენსიო დანაზოგის მიღება შესაძლებელია შემდეგ შემთხვევებში:
მონაწილის მიერ საპენსიო ასაკის მიღწევისას;
მონაწილის შესაძლებლობის შეზღუდვისას;
საპენსიო აქტივების მონაწილის მემკვიდრისთვის გადაცემა;
საქართველოს სამუდამოდ დატოვებისას.
