მერაბ სეფაშვილის და ნინო ჯურხაძის ზღაპრული სიყვარულის ისტორია
- Details
- By ანი სარდლიშვილი
- Hits: 81
მომღერალ მერაბ სეფაშვილის ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა. 5 აპრილს ბზობის დღესასწაულზე მისი მეუღლე, ნინო ჯურხაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ მომღერლის მეგობრები სოციალურ ქსელში წერენ. დედის გარდაცვალების შესახებ დაწერა სანდრო სეფაშვილმაც.
რამდენიმე წლის წინ ნინო იშემიური ინსულტის დიაგნოზით რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. ნინო ჯურხაძე წლების განმავლობაში ებრძოდა ჯანმრთელობის პრობლემებს. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში მისი ინსულტის შესახებ იყო ცნობილი, გარდაცვალების მიზეზი კიდევ უფრო მძიმე სენი აღმოჩნდა.
ნინო ჯურხაძე მერაბ სეფაშვილისთვის ყოველთვის იყო ის მთავარი საყრდენი, რომელმაც მასთან ერთად 40-წლიანი რთული, თუმცა სიყვარულით სავსე გზა გაიარა...
