მთავარი
პოლონელმა მესაზღვრეებმა ბალტიის ზღვის ფსკერზე 100 კილოგრამი კოკაინი აღმოაჩინეს
- Details
- By iaiaia
- Hits: 155
პოლონელმა მესაზღვრეებმა კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის ოპერაციის ჩატარების დროს ბალტიის ზღვის ფსკერზე 100 კილოგრამი კოკაინი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ პოლონეთის სასაზღვრო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
15 მილიონი დოლარის ღირებულების ნარკოტიკის აღმოჩენასთან დაკავშირებით დაკავებულია შვიდი ადამიანი. დაკავებულებს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
სასაზღვრო სამსახურმა ნარკოტიკი პოლონეთის ჩრდილოეთ ნაწილში, გდანსკის ყურეში იპოვა.
