საქართველოში მიწისძვრა მოხდა
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 56
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 05:12 საათზე დაფიქსირდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ახმეტის ჩრდილო-აღმოსავლეთით 52 კმ-ში და სოფელ დოჭუდან 7 კმ-ში იყო.
მიწისძვრის სიმძლავრემ 3,6 მაგნიტუდა შეადგინა.
