"მაგთი" ინტერნეტის შეფერხების მიზეზის შესახებ განცხადებას ავრცელებს
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 81
"მაგთი" ინტერნეტის შეფერხების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
"მომხმარებელთა საყურადღებოდ! გლობალურ ინტერნეტქსელზე შექმნილი პრობლემის გამო, მაგთიკომის აბონენტების ნაწილს ინტერნეტთან წვდომა გარკვეული დროით შეეზღუდა. ტექნიკური ჯგუფი აქტიურად მუშაობს და ამ მომენტისთვის პრობლემა აღმოფხვრილია. ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის", - წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, დღეს "მაგთის" მომხმარებლებს ინტერნეტი გარკვეული პერიოდით შეფერხებით მიეწოდებოდა.
