მეტროში გოგონებს ფოტოებს კაბისქვევიდან უღებდა - იაპონიაში ბირჟის შეფი დააკავეს

ფუკუოკას საფონდო ბირჟის ერთ-ერთი ხელმძღვანელი არასრულწლოვან გოგონათა ფარული ფოტოების გადაღების ბრალდებით დააკავეს.

პოლიციის განმარტებით, 62 წლის შინიჩი საკაი ეჭვმიტანილია მატარებელში 17 წლის გოგონების პირადი სივრცის დარღვევაში. როგორც ჩანს, საფონდო ბირჟის ხელმძღვანელი სმარტფონის გამოყენებით არასრულწლოვანებს ფოტოებს კაბის ქვევიდან უღებდა, რასაც მატარებლის სხვა მგზავრები ადასტურებენ.

საკაიმ უარყო ბრალდება და პოლიციას განუცხადა: „მე მხოლოდ მათი ფეხების სურათებს ვიღებდი“.

როგორც ირკვევა, გოგონებმა კამერის ხმა გაიგეს და შემთხვევის შესახებ სადგურის პერსონალს აცნობეს. მოგვიანებით, სამართალდამცველებმა დაადასტურეს, რომ ეჭვმიტანილის მოწყობილობაში გოგონების ფოტოები მართლაც აღმოაჩინეს.