მთავარი
Facebook-ზე Live ვიდეოები 30 დღის შემდეგ ავტომატურად წაიშლება
- Details
- By rusa
- Hits: 226
დღეიდან, 19 თებერვლიდან Facebook-ი Live ვიდეოების შენახვის პოლიტიკას ცვლის. როგორც META იტყობინება, ახალი Live ვიდეოების ნახვა, ჩამოტვირთვა და გაზიარება Facebook გვერდებიდან ან პროფილებიდან მხოლოდ 30 დღის განმავლობაში იქნება შესაძლებელი, ამის შემდეგ კი ავტომატურად წაიშლება სოციალური ქსელიდან.
ასევე, ამ დრომდე გაშვებული Live ვიდეოებიც, რომლებიც 30 დღეზე მეტი ხნისაა, წაიშლება. თუმცა ამის შესახებ Facebook-ი შეტყობინებას ავტორთან წინასწარ გაგზავნის.
“მანამ ვიდრე თქვენი არქივის Live ვიდეოები წაიშლება, შეტყობინებას ელფოსტით და აპლიკაციაში მიიღებთ, ამის შემდეგ კი 90 დღე გექნებათ იმისთვის, რომ ჩამოტვირთოთ და შეინახოთ თქვენი მასალა“, - იტყობინება META.
