მარტვილის მუნიციპალიტეტში ცოფი გამოვლინდა
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 92
მარტვილის მუნიციპალიტეტში ცოფი გამოვლინდა - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 14 აპრილს, ქუთაისის თავშესაფარში გადაყვანილ უპატრონო ძაღლს, რომელიც საეჭვო სტატუსით, იზოლირებულად, დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა, ლაბორატორიულად ცოფი დაუდასტურდა (გამოცდის ოქმი #2465).
"სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შემთხვევის შესახებ ყველა შესაბამის უწყებას აცნობა; დაიწყო ცოფის სალიკვიდაციო ღონისძიებები - დაავადების კერაში გამოცხადდა კარანტინი; ჩატარდა დეზინფექცია, მათ შორის, ცხოველთა თავშესაფარში; მიმდინარეობს ცოფის ამთვისებელი ცხოველების ვაქცინაცია, დაწესდა მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობა.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ყველა იმ პირს, რომლებსაც მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძაში, „ორი ნაბიჯის“ მიმდებარე ტერიტორიაზე კონტაქტი ჰქონდათ უპატრონო ძაღლთან, ვაქცინაციისთვის დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას და დაუკავშირდნენ შესაბამის სამსახურს", - ნათქვამია სეს-ის გავრცელებულ ინფორმაციაში.
