ომის დაწყებიდან სამი წლისთავზე, რუსეთი უკრაინაზე გამარჯვების გამოსაცხადებლად ემზადება - უკრაინული დაზვერვა

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან სამი წლისთავზე, 24 თებერვალს რუსეთი უკრაინასა და ნატოზე გამარჯვების გამოსაცხადებლად ემზადება - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული დაზვერვა ავრცელებს.

უკრაინის დაზვერვის ცნობით, რუსეთმა გასცა მითითება, გაზარდონ მცდელობები უკრაინელებში სასოწარკვეთილების დათესვის, ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციის და უკრაინის დისკრედიტაციის იმ პარტნიორების თვალში, რომლებიც ქვეყანას მნიშვნელოვან სამხედრო დახმარებას უწევენ.

დაზვერვა ასევე იტყობინება, რომ რუსეთმა სპეცსამსახურებს უბრძანა, გამოიყენონ რუსეთისა და აშშ-ს დელეგაციების 18 თებერვლის შეხვედრა საინფორმაციო შეტევისთვის. უფრო კონკრეტულად კი, უახლოეს მომავალში რუსი პროპაგანდისტები უფრო აქტიურად გაავრცელებენ ისეთ ნარატივებს, როგორებიცაა: დასავლეთმა უღალატა უკრაინას, ევროპელებისა და უკრაინელების აზრი არც მოსკოვს და არც ვაშინგტონს არ აინტერესებს, აშშ-მა და რუსეთმა ყველაფერზე მოილაპარაკეს უკრაინის ზურგს უკან, უკრაინის ხელისუფლება არალეგიტიმურია, უკრაინის არმია ფრონტზე მარცხდება, კორუფციონერები უკრაინაში ამერიკული დახმარებიდან მილიარდობით დოლარს იპარავენ.