ტრამპი ამბობს, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმზე დასწრებას არ გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მოსკოვში 9 მაისისთვის გამგზავრებას არ გეგმავს. წინა დღეს კრემლშიც განაცხადეს, რომ პრეზიდენტი ტრამპის დასწრების გეგმა არ არსებობს.

მანამდე ფრანგული გამოცემა Le Point-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ტრამპი გეგმავდა მოსკოვში 9 მაისისთვის გამგზავრებას, რასაც იქ მისი და პუტინის მოლაპარაკებები მოჰყვებოდა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტობის პირველი ვადისას, 2019 წლის 8 ნოემბერს, დონალდ ტრამპს ნათვამი აქვს, რომ „სიამოვნებით დაესწრებოდა“ მოსკოვში სამხედრო აღლუმს. ის მიწვეულიც იყო, თუმცა საბოლოოდ მიწვევა არ მიუღია.