25 თებერვალს ერ-რიადში აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა გაიმართება - ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, 25 თებერვალს ერ-რიადში აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა გაიმართება.

ამავდროულად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის პირისპირ შეხვედრისთვის მზადება მიმდინარეობს.

„ასეთი შეხვედრის ორგანიზების მცდელობები ადრეულ ეტაპზეა და მისი განხორციელება ინტენსიურ მოსამზადებელ სამუშაოს მოითხოვს.

ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისკენ სვლის დაწყებაზე, გზების მოძიებაზე ყველაზე მწვავე და პოტენციურად ძალიან, ძალიან საშიში სიტუაციების გადასაჭრელად, რომელთაგან ბევრია, მათ შორის უკრაინაში“, – განაცხადა სერგეი რიაბკოვმა.

აშშ-სა და რუსეთის დელეგაციების პირველი შეხვედრა ერ-რიადში 18 თებერვალს შედგა.