მთავარი
საფრანგეთში კაცმა ორი პოლიციელი დანით დაჭრა - გაშველების დროს სასიკვდილოდ დაიჭრა მოქალაქე
- Details
- By Sali
- Hits: 170
საფრანგეთის ქალაქ მულჰაუსში თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე, ორი პოლიციელი მძიმედ დაშავდა. ამის შესახებ BBC იტყობინება.
ინციდენტი კონგოს მხარდამჭერ დემონსტრაციაზე მოხდა, სადაც პოლიცია პატრულირებდა.
შემთხვევის ადგილზე 37 წლის ალჟირელი მამაკაცი დააკავეს, რომელმაც დანით მძიმედ დაჭრა ორი პოლიციელი - ერთი კისრის არეში, მეორე გულმკერდის არეში, ხოლო მოქალაქე, რომელიც თავდამსხმელის შეჩერებას ცდილობდა, ცივი იარაღით დაჭრის შედეგად გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ყვიროდა "ალაჰ აკბარ!". გამოძიება პროკურატურამ ტერორიზმის ფაქტზე დაიწყო.
