სინოდის სხდომა, რომელზეც პატრიარქობის სამი კანდიდატი შეირჩევა, 28 აპრილს გაიმართება

საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა 28 აპრილს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სინოდის 28 აპრილის სხდომაზე პატრიარქობის სამ კანდიდატს შეარჩევენ.

„ამა წლის 28 აპრილს, 12:00 საათზე საქართველოს საპატრიარქოში გაიმართება წმინდა სინოდის სხდომა. ამ სხდომაზე გამორჩეული იქნება სამი საპატრიარქო კანდიდატი“, – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.