მთავარი
ოკუპანტებმა ღამით კიევის ოლქი დაბომბეს - დაღუპულია ქალი, არიან დაშავებულებიც
- Details
- By rusa
- Hits: 166
რუსმა ოკუპანტებმა ღამით კიევის ოლქს შეუტიეს. მტრის იერიშების ერთი ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ ორი კი დაშავდა. ინფორმაციას კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს.
ნიკოლაი კალაშნიკის ცნობით, ქალის ცხედარი მაშველებმა ორსართულიანი სახლში ცეცხლის ლიკვიდაციისას იპოვეს.
წინასწარი ინფორმაციით, ბუჩას რაიონში 5 კერძო სახლი დაზიანდა, 5 მრავალსართულიან საცხოვრებელ კოპრუსებშ კი ფანჯრის მინები ჩაილეწა. ამასთან, იერიშების შედეგად 3 ავტომობილი განადგურდა და კიდევ 8 დაზიანდა.
