განსაკუთრებული მიღწევაა, რომ საქართველო სომხეთთან ერთად უმასპინძლებს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს, მადლობას ვუხდი სპორტის მინისტრს, ფეხბურთის ფედერაციას - ირაკლი კობახიძე
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 70
განსაკუთრებული მიღწევაა, რომ საქართველოსომხეთთან ერთად უმასპინძლებს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმაირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ხელს შეუწყობსსაქართველოს პრესტიჟის ამაღლებას, მათშორის, სპორტული იმიჯის გაუმჯობესებასსაერთაშორისო დონეზე.
„საქართველოში სპორტის განვითარებას დიდიყურადღება ექცევა. ამის ერთ-ერთიგამოხატულებაა ის, რომ ჩვენი ქვეყანა სულ უფროხშირად მასპინძლობს ძალიან პრესტიჟულსაერთაშორისო ტურნირებს. სულ ცოტა ხნის წინვუმასპინძლეთ ევროპის ჩემპიონატსძალოსნობაში, ახლა ძიუდოს ჩემპიონატსვუმასპინძლებთ, მანამდე იყო ფარიკაობისმსოფლიო ჩემპიონატი. ზამთრის სპორტისსახეობებში არაერთ პრესტიჟულ ტურნირსვუმასპინძლეთ და ეს არის განსაკუთრებულიმიღწევა, რომ საქართველო სომხეთთან ერთადუმასპინძლებს 20-წლამდელთა მსოფლიოჩემპიონატს ფეხბურთში. ეს ხელს შეუწყობს ჩვენიქვეყნის პრესტიჟის ამაღლებას, მათ შორის, სპორტული იმიჯის გაუმჯობესებას საერთაშორისოდონეზე. უშუალოდ საქართველოში ეს ხელსშეუწყობს სპორტის განვითარებას, მასპინძლობა,მათ შორის, ჩვენს ახალგაზრდულ ნაკრებსმისცემს მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობისშესაძლებლობას. ეს არის მნიშვნელოვანი ყველათვალსაზრისით ჩვენი ქვეყნისთვის. მადლობამინდა გადავუხადო ყველას, ვინც ამაში წვლილიშეიტანა, მათ შორის, სპორტის სამინისტროს, სპორტის მინისტრს და განსაკუთრებულიმადლობა ფეხბურთის ფედერაციას, ბატონ ლევანკობიაშვილს. მათი განსაკუთრებულიძალისხმევის გარეშე ეს შედეგი ვერ დადგებოდადა მადლობა მათ ამ ძალისხმევისა დაწარმატებისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.
