მთავარი
აშშ უკრაინას უსაფრთხოების დამატებით გარანტიებს არ მისცემს - ტრამპი
- Details
- By Sali
- Hits: 192
შეერთებული შტატები უკრაინას უსაფრთხოების დამატებით გარანტიებს არ მისცემს. ამის შესახებ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინას არავინ დაესხმება თავს მანამდე, სანამ იქ ამერიკა იმყოფება.
ტრამპმა თქვა, რომ უკრაინის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება ბუნებრივი რესურსების შესახებ ქვეყნებს შორის შეთანხმებით, რომელსაც იგი იმედოვნებს, რომ პარასკევს მოაწერს ხელს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტის დროს.
ასევე ტრამპმა გაიმეორა, რომ უკრაინა არ შეუერთდება ნატოს ალიანსს. მისი თქმით, მოსკოვსაც მოუწევს დათმობებზე წასვლა.
შემიძლია გითხრათ, რომ NATO შეგიძლიათ,დაივიწყოთ, რადგან ალბათ ეს მიზეზია, რატომაც მთელი ამბავი დაიწყო. რაც შეეხება მინერალებზე შეთანხმებას, ეს შეთანხმება უკრაინისთვისაც დიდებულია, რადგან იქ ჩაგვიყვანენ. იქ ვიმუშავებთ, ადგილზე ვიქნებით და ამ მხრივ გარკვეულწილად ავტომატური უსაფრთხოების გარანტიაა, რადგან ჩვენს ხალხს ცუდად არავინ მოეპყრობა. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, რომ საუკეთესო შეთანხმებას მივაღწიოთ - ორივე მხარისთვის - მაგრამ უკრაინისთვის შევეცდებით, კარგი შეთანხმება დავდოთ, რათა იმდენი [ტერიტორია]
დაიბრუნონ, რამდენიც შესაძლებელია. გვინდა,იმდენი დავიბრუნოთ, რამდენიც შესაძლებელია".- განაცხადა ტრამპმა.
