მთავარი
დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის, ზაპოროჟიეს ოლქები რუსეთის ნაწილია და ამის განხილვა მოლაპარაკებებზე შეუძლებელია - დიმიტრი პესკოვი
- Details
- By rusa
- Hits: 264
კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქები რუსეთის ნაწილია და მოლაპარაკებებში ტერიტორიულ დათმობებს გამორიცხავს.
„ტერიტორიები, რომლებიც რუსეთის ნაწილი გახდა და ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციაში შევიდა, რუსეთის განუყოფელი ნაწილია. ეს ფაქტია, რომლის უარყოფა ან განხილვა აბსოლუტურად შეუძლებელია.
თუ რუსეთსა და აშშ-ს ექნებათ პოლიტიკური ნება და მზაობა მოუსმინონ ერთმანეთს, ისინი შეძლებენ უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების წარმატებით წარმართვას.
არავინ ელოდება ადვილ და სწრაფ გადაწყვეტილებებს, ჩვენს დღის წესრიგში მეტისმეტად რთული პრობლემაა, მაგრამ ორივე ქვეყნის პოლიტიკური ნების შენარჩუნებისა და ერთმანეთის მოსმენის მზაობის პირობებში, ვფიქრობ, შევძლებთ ამ სამუშაო პროცესის გავლას“, – განუცხადა დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე.
