„მესამე მსოფლიო ომს ეთამაშებით. მადლობელი უნდა იყოთ“ - ტრამპი ზელენსკის

თეთრი სახლის ოვალურ ოფისში აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის ხვდება. .

„მესამე მსოფლიო ომს ეთამაშებით. მადლობელი უნდა იყოთ“, - განუცხადა ტრამპმა ზელენსკის:

„თქვენ ან დადებთ გარიგებას, ან ჩვენ გავდივართ. ჩვენ ვცდილობთ პრობლემის მოგვარებას. ნუ გვეტყვით, რას ვიგრძნობთ, რადგან თქვენ არ ხართ იმ მდგომარეობაში, რომ ეს გვიკარნახოთ. თქვენ ახლა არ ხართ კარგ მდგომარეობაში.

ხედავთ, რა სიძულვილი აქვს მას პუტინის მიმართ. ჩემთვის ძალიან რთულია ასეთი სიძულვილის პირობებში შეთანხმების დადება. მას უზარმაზარი სიძულვილი აქვს“

აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას სურს უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის მოგვარება.

თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვლადიმირ პუტინმა ომის დაწყებისთვის საფასური უნდა გადაიხადოს.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მხოლოდ წიაღისეულის შესახებ გარიგება არ არის საკმარისი მისი ქვეყნისთვის.