ტრამპმა, შესაძლოა, უკრაინის სამხედრო დახმარება შეწყვიტოს

ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს უკრაინის სამხედრო დახმარების სრულ შეწყვეტას. ეს მოიცავს დაფინანსების, დაზვერვის გაზიარების და სამხედრო მომზადების შეჩერებას. ამის შესახებ The New York Times-ი წერს.

გამოცემა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ შეერთებული შტატებიდან იარაღის მიწოდება უკრაინაში თითქმის შეჩერებულია და შესაძლოა, მთლიანად შეწყდეს.

გუშინ, თეთრ სახლში აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტებს შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა თქვა, რომ პრეზიდენტს შეუძლია გადაწყვიტოს აშშ-ის არაპირდაპირი მხარდაჭერის შეწყვეტაც კი, რაც მოიცავს სხვა სახის სამხედრო დაფინანსებას, დაზვერვის გაზიარებას, უკრაინელი სამხედროებისა და მფრინავების მომზადებას და საერთაშორისო დახმარების მართვის ცენტრის განთავსებას გერმანიაში, აშშ-ს სამხედრო ბაზაზე.