აგრესორის პირობებით "მშვიდობას" კაპიტულაცია ეწოდება და მხოლოდ წაახალისებს ყველა ამჟამინდელ და მომავალ აგრესორს - პეტრ პაველი

ჩეხეთის პრეზიდენტი, პეტრ პაველი სოციალურ ქსელში უკრაინაში მშვიდობის დამყარების შესახებ წერს: 

"დროა, დავიწყოთ უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის მსურველთა ფართო კოალიციის განხილვა. აგრესორის პირობებით "მშვიდობას" კაპიტულაცია ეწოდება და მხოლოდ წაახალისებს ყველა ამჟამინდელ და მომავალ აგრესორს. თავისუფალი სამყარო ბოროტებას წინ უნდა აღუდგეს."