მასკი თანახმაა, აშშ-მა NATO და გაერო დატოვოს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის [DOGE] არაოფიციალური ხელმძღვანელი, ილონ მასკი თანახმაა, აშშ-მა NATO და გაერო დატოვოს.

მსოფლიოში უმდიდრესმა ადამიანმა, რომელიც აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის კამპანიის მსხვილი დონორი იყო, X-ზე გააზიარა პოსტი, სადაც წერია, რომ დროა, ამერიკამ გაერო და NATO დატოვოს. მასკი, უკვე დიდი ხანია მსოფლიოში ულტრამემარჯვენე პოლიტიკურ ძალებს ღიად უჭერს მხარს, მათ შორის ალტერნატივა გერმანიისთვის (AFD) ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი იყო თებერვალში ჩატარებულ არჩევნების დროს.

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (NATO) 1949 წლის 4 აპრილს შეიქმნა. ეს არის ჩრდილოეთ ამერიკის ორი და ევროპის 30 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი. NATO მე-5 მუხლი ალიანსის ქვაკუთხედად ითვლება და მისი მთავარი არსი კოლექტიური თავდაცვას გულისხმობს. ეს მუხლი ამბობს, რომ NATO-ს ერთ წევრზე თავდასხმა ნიშნავს თავდასხმას ნატოს წევრ ყველა ქვეყანაზე. ალიანსმა ეს მუხლი ისტორიაში მხოლოდ ერთხელ გამოიყენა, 2001 წლის 11 სექტემბერს მსოფლიო სავაჭრო ცენტრსა და პენტაგონზე მომხდარი ტერორისტული თავდასხმის საპასუხოდ. ალიანსის უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი პირობა ტრანსატლანტიკური კავშირია, რაც ევროპისა და ამერიკის უსაფრთხოების ერთიანობას ნიშნავს.