მთავარი
"ხვალ მნიშვნელოვანი საღამოა" - ტრამპი რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ახალ განცხადებას ავრცელებს
- Details
- By Sali
- Hits: 275
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეაქო საკუთარი თავი იმის გამო, რომ რუსეთს უკრაინული მიწის ერთი გოჯიც არ მისცა. მან ახალი განცხადება საკუთარ სოციალურ ქსელში Truth Social-ში გააკეთა.
ერთადერთი პრეზიდენტი, რომელმაც პუტინის რუსეთს უკრაინული მიწის ერთი ნაჭერიც არ დაუთმო, არის დონალდ ტრამპი. დაიმახსოვრეთ ეს, როცა სუსტი და არაეფექტური დემოკრატები აკრიტიკებენ და ყალბი მედია სიხარულით ავრცელებს მათ სიტყვებს! - დაწერა მან.
მალევე მან კიდევ ერთი შეტყობინება გაავრცელა.
ხვალინდელი საღამო მნიშვნელოვანი იქნება. ვიტყვი ყველაფერს რა და როგორ არის, - დაწერა ტრამპმა.
