ტრამპმა, შესაძლოა, უკრაინას დაპაუზებული დახმარება აღუდგინოს - თეთრი სახლი

დონალდ ტრამპმა, შესაძლოა, უკრაინას დაპაუზებული დახმარება აღუდგინოს - თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა მაიკ უოლცმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინის დახმარების აღდგენის საკითხს განიხილავს, თუკი სამშვიდობო მოლაპარაკება შედგება და ნდობის აღდგენისთვის ნაბიჯები გადაიდგმება.

შეგახსენებთ, რომ 3 მარტს დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში, ვოლოდიმირ ზელენსკისთან კამათის შემდეგ, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაპაუზების შესახებ განკარგულება გასცა.