NATO-ს მეხუთე მუხლი შესაძლოა უკრაინაზე სრული წევრობის გარეშე გავრცელდეს

ბრიუსელში, ევროპის ლიდერების შეხვედრის შემდეგ იტალიის პრემიერმინისტრმა ჯორჯია მელონიმ გამოთქვა ინიციატივა, რომ  NATO-ს მეხუთე მუხლი უკრაინაზე სრული წევრობის გარეშე გავრცელდეს. 

"ჩვენ უნდა ვიფიქროთ უფრო მტკიცე გადაწყვეტილებებზე, ვიდრე ეს უკრაინაში ევროპელი მშვიდობისმყოფელების განთავსებაა. ეს არ იქნება NATO-ში გაწევრიანება, თუმცა იქნება NATO-ს ქვეყნების დაცვის უკრაინაზე გავრცელება,"

 ცნობისთვის, NATO-ს მეხუთე მუხლი, კოლექტიური თავდაცვის პრინციპი ალიანსის ხელშეკრულების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ის ყველა წევრ ქვეყანას ავალდებულებს, რომ თავდასხმის შემთხვევაში ერთმანეთი დაიცვან.