კანადის პრემიერმინისტრის თანამდებობაზე ჯასტინ ტრუდოს მარკ კარნი შეცვლის

კანადის პრემიერმინისტრის თანამდებობაზე ჯასტინ ტრუდოს მარკ კარნი შეცვლის. კარნიმ „ლიბერალური პარტიის“ ლიდერის არჩევნებში ხმების 85.9% აიღო  და გაიმარჯვა.

იმისთვის, რომ კარნიმ პრემიერის თანამდებობა დაიკავოს, ჯასტინ ტრუდო ოფიციალურად უნდა გადადგეს. 

მარკ კარნი გაერთიანებული სამეფოსა და კანადის ცენტრალური ბანკის ყოფილი ხელმძღვანელია.