მთავარი
ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობტანკერი და სატვირთო გემი ერთმანეთს შეეჯახა
- Details
- By iaiaia
- Hits: 287
ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობის ტანკერი და სატვირთო გემი ერთმანეთს შეეჯახა.
შემთხვევა აღმოსავლეთ იორკშირის სანაპიროსთან, ადგილობრივი დროით დილის 09:50-ზე მოხდა. შეჯახების შედეგად, ორივე გემზე ცეცხლი გაჩნდა.
ადგილზე მობილიზებულია სანაპირო დაცვის სამსახური და სამაშველო სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენიც.
MarineTraffic-ის მონაცემების მიხედვით, შეჯახებაში მონაწილე გემები, სავარაუდოდ, აშშ-ის დროშის ქვეშ მცურავი Stena Immaculate-ს ტანკერი და პორტუგალიის დროშის ქვეშ მცურავი საკონტეინერო გემი Solong -ია.
