აშშ-ის ტარიფების საპასუხოდ, ხვალიდან კანადა, 25%-იან გადასახადს უწესებს $20 მილიარდის ამერიკულ პროდუქციას

ამერიკული ტარიფების საპასუხოდ, კანადა 25%-იან გადასახადს უწესებს 20 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკულ პროდუქციას, რომელთა შორის სპორტული აღჭურვილობა, კომპიუტერები და თუჯის ნაწარმია.

აღსანიშნავია, რომ კანადა ამერიკისთვის ფოლადისა და ალუმინის უმსხვილესი ექსპორტიორია.

კანადის ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ტარიფები ძალაში ხვალ, 13 მარტიდან შევა.

დღეს კი, ამერიკული 25%-იანი ტარიფები ამოქმედდა, რომელიც ვაშინგტონმა კანადას, მექსიკას, ბრაზილიასა და სამხრეთ კორეას დაუწესა.

შეგახსენებთ, მომდევნო თვიდან ევროკავშირი ამერიკის შეერთებულ შტატებისთვის, $28 მილიარდის ღირებულების პროდუქტზე, იმპორტის გადასახადებს აამოქმედებს. ამის შესახებ ევროკომისიამ აშშ-ის მიერ ფოლადსა და ალუმინზე დაწესებული ტარიფების საპასუხოდ განაცხადა.