მთავარი
რუსეთში, კამჩატკაზე 5,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა იყო
- Details
- By Sali
- Hits: 286
14 მარტს, ადგილობრივი დროით 16:11 საათზე, კამჩატკას სანაპიროსთან 5,1 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა - ინფორმაციას რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ერთიანი გეოფიზიკური სამსახურის კამჩატკის ფილიალი ავრცელებს.
წინასწარი მონაცემებით, ეპიცენტრი პეტროპავლოვსკ-კამჩატკიდან 94 კილომეტრში, ავაჩას ყურეში, ზღვის ფსკერზე, 42,8 კმ-ის სიღრმეზე იყო
რეგიონის დედაქალაქსა და ნახევარკუნძულის სამხრეთით მდებარე სხვა დასახლებულ რაიონებში, სამ ბალამდე სიმძლავრის ბიძგები იგრძნობოდა.
