"ჰამასმა" თელ-ავივის მიმართულებით რაკეტები გაუშვა

The Times of Israel-ი იუწყება, რომ "ჰამასმა" თელ-ავივის მიმართულებით რაკეტები გაუშვა - ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, გაშვებული რაკეტებიდან ერთი თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდო, დანარჩენი ორი ღია ტერიტორიებზე ჩამოვარდა.

სარაკეტო იერიშზე პასუხისმგებლობა "ჰამასმა" აიღო. მათი თქმით, თავდასხმა "სიონისტების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტაზე" პასუხია.