მთავარი
სასამართლომ სტამბოლის მერს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
- Details
- By rusa
- Hits: 234
თურქეთის სასამართლომ სტამბოლის მერს, ეკრემ იმამოღლუს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ეკრემ იმამოღლუს კორუფციასა და ტერორისტული დაჯგუფების ხელშეწყობაში ედება ბრალი.
შეგახსენებთ, რომ სტამბოლის მერი ეკრემ იმამოღლუ, რომელიც პრეზიდენტ ერდოღანის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტად მიიჩნევა, 19 მარტს, გამთენიისას საკუთარ სახლში დააკავეს.
იმამოღლუს დაკავებას სტამბოლსა და ანკარაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა
