სამხრეთ კორეაში ტყის ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა, 19 კი დაშავდა

სამხრეთ კორეაში ტყის ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა, 19 კი დაშავდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სამხრეთ კორეის სხვადასხვა რეგიონიდან 23 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა. ამ დროისთვის უკვე 17 000 ჰექტარია დამწვარი. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ათასობით მეხანძრე და დაახლოებით 5 000 სამხედრო პერსონალი მუშაობს.

ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, ძლიერი ქარი სალიკვიდაციო სამუშაოებს ხელს უშლის.