აიათოლა ალი ხამენეიმ ირანის შეიარაღებული ძალები მაღალ მზადყოფნაში მოიყვანა

ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ირანის შეიარაღებული ძალები მაღალ მზადყოფნაში მოიყვანა, – ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს ინფორმაციას.

გამოცემის ცნობით, ირანელი მაღალჩინოსანი ანონიმურად აცხადებს, რომ ირანი წინააღმდეგობას უწევს აშშ-ის მოთხოვნებს, რომ პირდაპირ აწარმოოს მოლაპარაკებები თავისი ბირთვული პროგრამის შესახებ. 

ასევე ირანმა შეატყობინა ერაყს, ქუვეითს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, კატარს, თურქეთსა და ბაჰრეინს, რომ ნებისმიერი მხარდაჭერა აშშ-ის მიერ ირანზე თავდასხმისას, მათ შორის, მათი საჰაერო სივრცის ან ტერიტორიის გამოყენება აშშ-ის სამხედროების მიერ თავდასხმის დროს განიხილება როგორც მტრული აქტი.

„როიტერის“ ცნობით, სწორედ ამიტომ მოაბილიზა ირანის სულიერმა ლიდერმა შეიარაღებული ძალები.

2 აპრილს, ირანის სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქუვეითმა ირანს შეუთვალა, რომ არ დაუშვებს სხვა ქვეყნების წინააღმდეგ მიმართულ აგრესიულ ქმედებებს თავისი ტერიტორიიდან.