მთავარი
"უკრაინის მასირებული დაბომბვებით უკმაყოფილო ვარ" - ტრამპი პუტინს აკრიტიკებს
- Details
- By iaiaia
- Hits: 224
დონალდ ტრამპი რუსეთს აკრიტიკებს. განცხადება შტატების არჩეულემა პრეზიდენტმა ისარაელის პრემიერთან შეხვედრის დროს გააკეთა.
"ჩვენ ვხვდებით რუსეთის და უკრაინის წარმომადგენლებს. გარკვეულწილად, ახლოს ვართ, მაგრამ დაბომბვები, რაც ბოლო კვირაში ხდება, არ მახარებს. არ ვარ კმაყოფილი იმით, რაც ხდება, - განაცხადა ტრამპმა.
რუსულ მედიასთან კი კრემლის წარმომადგენელი პესკოვი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტამდე უკრაინამ რიგ კითხვებს უნდა უპასუხოს.
"პრეზიდენტი პუტინი ნამდვილად ცეცხლის შეწყვეტის მომხრეა, მაგრამ მანამდე უკრაინამ რიგ კითხვებს უნდა გასცეს პასუხი. ეს კითხვები ჯერჯერობით ისევ ჰაერშია და პასუხგაუცემელია, - განაცხადა პესკოვმა.
