ჩინეთმა აშშ-ში TikTok-ის გასხვისების პროცესი დაბლოკა

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ტარიფების დაწესების გამო, ჩინეთის ხელისუფლებამ კომპანია ByteDance-ს აშშ-ში TikTok-ის გასხვისება აუკრძალა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2 აპრილამდე TikTok-ის გაყიდვასთან დაკავშირებით შეთანხმება ფაქტობრივად მიღწეული იყო და ამერიკული მხარე სოციალური ქსელის 50%-იან წილს მიიღებდა, თუმცა ტარიფების გამოცხადების შემდეგ, ByteDance-მა ვაშინგტონს აცნობა, რომ პეკინის მოთხოვნით, კომპანიას მოლაპარაკების პროცესი უნდა შეეწყვიტა.

ამ საკითხთან დაკავშირებით პეკინი და ვაშინგტონი კომენტარებს არ აკეთებენ, თუმცა პრეზიდენტმა ტრამპმა ქვეყანაში TikTok-ის აკრძალვის განკარგულება დამატებით 75 დღით გადაავადა, ანუ ჩინურ კომპანიას პლატფორმის გასხვისებისათვის დამატებითი პერიოდი მიეცა.