სანტო-დომინგოში ღამის კლუბის ნგრევის შედეგად 98 ადამიანი დაიღუპა

დომინიკის რესპუბლიკის დედაქალაქ სანტო-დომინგოში ღამის კლუბის სახურავის მთლიანად ჩამონგრევის შედეგად სულ მცირე 98 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 150-ზე მეტი ადამიანი. ტრაგედია 8 აპრილს, საღამოს მოხდა. სახურავის ჩამონგრევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მედიის ცნობით, სანტო-დომინგოს პოპულარულ კლუბ Jet Set-ში, სადაც ადგილობრივი ცნობილი შემსრულებლის, 69 წლის რუბი პერესის კონცერტი მიმდინაროებდა, სხვადასხვა მონაცემით, 500-1000 ადამიანი იმყოფებოდა. პერესის შვილის ინფორმაციით, ნანგრევებში მოყოლილი მამა გადარჩა.

ტრაგედიის ადგილზე მივიდა დომინიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი ლუის აბინადერი, რომელმაც მთავარ მიზნად დაასახელა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა. მისი ინფორმაციით, დაღუპულთა შორისაა მონტე-კრისტის პროვინციის გუბერნატორი ნელსი კრუზი. მან ტრაგედიის გამო სამდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა.