მთავარი
უკრაინაში აშშ-ის ელჩი, ბრიჯიტ ბრინკი თანამდებობას ტოვებს
- Details
- By rusa
- Hits: 215
უკრაინაში აშშ-ის ელჩი, ბრიჯიტ ბრინკი თანამდებობიდან გადადგომას აპირებს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული ტელეკომპანია CBS News-ი ავრცელებს.
წყაროების ცნობით, ბრინკმა კოლეგებთან გამომშვიდობება უკვე დაიწყო.
ერთი ამერიკელი ოფიციალური თქმით, მისი გადადგომა გამოწვეულია პირადი და პოლიტიკური პრობლემების კომბინაციით, მათ შორის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, დაეშალა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო.
