მთავარი
რომის პაპ ფრანცისკეს დღეს დაკრძალავენ
- Details
- By rusa
- Hits: 280
რომის პაპ ფრანცისკეს დღეს დაკრძალავენ. დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით, რომში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია.
ცერემონიაზე მთელი მსოფლიოდან 200 000-ზე მეტ ადამიანს ელოდებიან. უშიშროების სამსახურის განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშაა წმინდა პეტრეს ბაზილიკა და მოედანი. პერიმეტრზე სნაიპერებთან ერთად მობილიზებულია 2000-ზე მეტი კარაბინერი.
რომში დღეს, 170 ქვეყნის უმაღლესი დონის დელეგაციას ელოდებიან. მათ შორის იქნებიან პრეზიდენტი ტრამპი, ესპანეთის, შვედეთის, ბელგიის სამეფო ოჯახის წარმომადგენლები, პრეზიდენტები მაკრონი და ზელენსკი, ასევე ევროკავშირის ლიდერები.
