აშშ-მა ირანს ახალი სანქციები დაუწესა

აშშ-მა ირანს ახალი სანქციები დაუწესა, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

როგორც „როიტერი“ წერს, აშშ-მა იმ ორგანიზაციებს დაუწესა სანქციები, რომლებიც ირანული ნავთობითა და ნავთობპროდუქტებით უკანონოდ ვაჭრობდნენ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციები დაუწესდა შვიდ ორგანიზაციას, რომლებიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, თურქეთსა და ირანში არიან განთავსებული.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ ეს ქმედება მიმართული იყო ირანული ნავთობპროდუქტების, რომელთა ღირებულება ასობით მილიონ დოლარს შეადგენს, ოთხი გამყიდველისა და ერთი მყიდველის წინააღმდეგ.

„პრეზიდენტი ვალდებულებას იღებს, ნულამდე დაიყვანოს ირანის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების უკანონო ექსპორტი, მათ შორის, ექსპორტი ჩინეთში, მისი მაქსიმალური ზეწოლის კამპანიის ფარგლებში“, – განაცხადა მარკო რუბიომ.

ცნობისთვის, აშშ-სა და ირანს შორის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი რომში, სამ მაისს გაიმართება.