მთავარი
მარკო რუბიომ ფრიდრიხ მერცთან და კირ სტარმერთან სატელეფონო საუბრები გამართა
- Details
- By rusa
- Hits: 183
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ უკრაინის საკითხზე გერმანიის კანცლერთან და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სატელეფონო საუბარი გამართა.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, რუბიო-მერცის საუბარი შეეხო საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და უკრაინის ლიდერების კიევში გამართული შეხვედრის დეტალებს, რომელიც უკრაინაში ომის დასრულების პროცესს ეხებოდა.
მარკო რუბიო 14-დან 16 მაისამდე ოფიციალური ვიზიტით თურქეთში ჩავა. სწორედ ამ პერიოდში იგეგმება თურქეთში უკრაინის საკითხზე მოსკოვსა და კიევს შორის პირისპირ მოლაპარაკების გამართვა.
