მთავარი
"ვაპირებთ, შევქმნათ აყვავებული ახლო აღმოსავლეთი და მსოფლიოს გეოგრაფიული ცენტრი" - ტრამპი
- Details
- By iaiaia
- Hits: 79
ჩვენ ვაპირებთ, შევქმნათ აყვავებული ახლო აღმოსავლეთი და მსოფლიოს გეოგრაფიული ცენტრი, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
დონალდ ტრამპის თქმით, სირიის პრეზიდენტთან, აჰმად ალ-შარაასთან გამართული მნიშვნელოვანი შეხვედრის შემდეგ, აშშ იკვლევს ურთიერთობების ნორმალიზების შესაძლებლობებს სირიასთან.
ტრამპის განცხადებით, მისთვის პატივია სირიისთვის სანქციების მოხსნა და ლიბანსაც აქვს შანსი, ჰქონდეს „უკეთესი მომავალი“ და ისეთი, რომელიც „თავისუფალი იქნება „ჰეზბოლას“ გავლენისგან“.
თეთრი სახლის განცხადების თანახმად, შეხვედრის დროს დონალდ ტრამპმა ალ-შარაას შესთავაზა დირექტივების სერია, მათ შორის ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზების მიზნით აბრაამის შეთანხმებებზე ხელმოწერა, ყველა უცხოელი ტერორისტის მიერ სირიის დატოვებისკენ მოწოდება, პალესტინელი ტერორისტების დეპორტაცია, შეერთებული შტატების დახმარება ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ხელახალი აღორძინების თავიდან აცილებაში და პასუხისმგებლობის აღება ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დაკავების ცენტრებზე ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში.
სამიტზე სიტყვით გამოსვლის დროს, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რეგიონისთვის წარმოუდგენელი შეთავაზებებია ხელმისაწვდომი, შემდეგ კი, ბაიდენის ადმინისტრაცია „არაკომპეტენტურობით ქაოსის შექმნაში“ დაადანაშაულა. დონალდ ტრამპმა თქვა, რომ სურს ირანთან შეთანხმების დადება, მაგრამ იმისთვის, რომ ეს მოხდეს, ირანმა უნდა „შეწყვიტოს ტერორის სპონსორობა“ და „არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი“.
აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პალესტინელებისთვის „უსაფრთხოებისა და ღირსების“ მომავლს იმედოვნებს, თუმცა ეს შეუძლებელია, როდესაც ღაზის ლიდერები ძალადობას აგრძელებენ. ტრამპის თქმით, აფასებს „კონსტრუქციულ როლს, რომელიც რეგიონის ლიდერებმა შეასრულეს ამ კონფლიქტის დასრულების მცდელობაში“.
