ვოლოდიმირ ზელენსკი რომში ჯეი დი ვენსსა და მარკო რუბიოს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსსა და სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს ხვდება. ამის შესახებ ზელენესკიმ სოციალურ ქსელში დაწერა:

"სასიამოვნო შეხვედრა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტსა და სახელმწიფო მდივანთან. განვიხილეთ სტამბოლში გამართული მოლაპარაკებები, სადაც რუსეთმა დაბალი დონის დელეგაცია გაგზავნა, რომელსაც გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილება არ ჰქონდა. დავადასტურე უკრაინის მზადყოფნა ნამდვილი დიპლომატიისთვის და ხაზი გავუსვი სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის მნიშვნელობას რაც შეიძლება მალე. 

ასევე, განვიხილეთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების აუცილებლობა, ორმხრივი ვაჭრობა, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა, ბრძოლის ველზე არსებული ვითარება და ტყვეების სამომავლო გაცვლა. რუსეთზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს იქამდე, ვიდრე ის ომის შესაჩერებლად მზად არ იქნება. რა თქმა უნდა, განვიხილეთ ჩვენი ერთობლივი ნაბიჯები სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად"