მთავარი
რუსეთი მზადაა კიევთან მოლაპარაკებებისთვის წინაპირობების გარეშე - დიმიტრი მედვედევი
- Details
- By iaiaia
- Hits: 46
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, რუსეთი მზადაა კიევთან მოლაპარაკებებისთვის წინაპირობების გარეშე.
„ამის შესახებ რუსეთმა არაერთხელ განაცხადა, ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის წინასწარი პირობების გარეშე, მაგრამ ადგილზე არსებული რეალობისა და იმ წინადადებების გათვალისწინებით, რომლებიც ფორმულირებული იყო. ასეთ მოლაპარაკებებს შეუძლიათ მშვიდობის მოპოვება“, – განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.
მისივე თქმით, მშვიდობა უნდა ემყარებოდეს იმ პირობებს, რომელიც მეტ-ნაკელბად აწყობს ყველა დაინტერესებულ მხარეს.
„წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება მხოლოდ ზავი, რომელიც გამოყენებული იქნება სამხედრო მანქანის აღდგენისთვის და საბრძოლო მოქმედებებთან დაბრუნებისთვის“, – განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.
ამასთან, მისი თქმით, უკრაინის საკითხის დარეგულირებაში პროგრესისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს, რომ კიევში სამშვიდობო ხელშეკრულების დადებაზე უფლებამოსილი პირები არ არსებობენ.
„არაერთხელ ითქვა, რომ უკრაინული რეჟიმის მოქმედ პირთა ძირითად ნაკრებში არ არიან პირები, რომლებიც უფლებამოსილნი არიან სამშვიდობო ხელშეკრულების დადებაზე. ეს კი დიდი პრობლემაა“, – განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.
