მთავარი
ილონ მასკი ტრამპის ადმინისტრაციას ტოვებს
- Details
- By iaiaia
- Hits: 91
ამერიკელი მილიარდერი, აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი აცხადებს, რომ მისი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა.
„რადგან ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დაგეგმილი დრო დასასრულს მიუახლოვდა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უაზრო ხარჯების შემცირების შესაძლებლობისთვის. აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის მისია დროთა განმავლობაში მხოლოდ გაძლიერდება, რადგან ის მთელი მთავრობის ცხოვრების წესად იქცევა“, - წერს მასკი
