კიევის მსგავს ქალაქებზე რაკეტები გაუშვეს მოლაპარაკებების დროს, რომელიც მეგონა, დასრულებასთან ახლოს იყო, ძალიან იმედგაცრუებული ვარ - ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ილონ მასკის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინაში ომის შესახებ გააკეთა კომენტარი.

„მე ვნახე ისეთი რამ, რამაც ძალიან გამაკვირვა. რაკეტები გაუშვეს კიევის მსგავს ქალაქებზე მოლაპარაკებების დროს, რომელიც, მეგონა, დასრულებასთან ახლოს იყო. ამიტომ ძალიან იმედგაცრუებული ვარ. 

ბოლო კვირაში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში სულ მცირე 5 000 ადამიანი დაიღუპა.

მინდა, რომ ეს შეწყდეს“, – აღნიშნა ტრამპმა.