ემანუელ მაკრონი 15 ივნისს გრენლანდიას ეწვევა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 15 ივნისს გრენლანდიას ეწვევა.

ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ემანუელ მაკრონი შეხვედრებს გამართავს გრენლანდიის პრემიერ-მინისტრთან, იენს-ფრედერიკ ნილსენსა და დანიის პრემიერ-მინისტრთან, მეტე ფრედერიქსენთან.

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ლიდერებს შორის საუბარი ჩრდილოეთ ატლანტიკისა და არქტიკის უსაფრთხოების, კლიმატის ცვლილების, ენერგეტიკული და კრიტიკული მნიშვნელობის მქონე მინერალების საკითხებზე იქნება ფოკუსირებული.