მთავარი
აშშ-ში მასობრივმა საპროტესტო აქციებმა იფეთქა - ტრამპი ლოს-ანჯელესში ეროვნულ გვარდიას აგზავნის
- Details
- By iaiaia
- Hits: 113
ლოს-ანჯელესში იმიგრაციის პოლიტიკის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციები გრძელდება, რის გამოც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქალაქში ეროვნული გვარდიის ჯარები განალაგა.
ამ კვირაში აშშ-ის ემიგრაციისა და საბაჟო სამსახურმა (ICE) ემიგრაციის კანონების დარღვევაში ეჭვმიტანილი მრავალი ადამიანი დააკავა, მათ შორის ლოს-ანჯელესში.
ამან ქალაქში ძალადობრივი არეულობა გამოიწვია. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი, სპეციალური ყუმბარები და წიწაკის სპრეი გამოიყენა. დემონსტრანტებმა პოლიციის მანქანებს ქვები და ბეტონის ბლოკები ესროლეს.
შედეგად, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ლოს-ანჯელესში წესრიგის აღსადგენად ეროვნული გვარდიის განლაგების ბრძანება გასცა. თეთრი სახლის განცხადების თანახმად, ეროვნული გვარდიის მინიმუმ 2000 ჯარისკაცი განლაგდება „60 დღის განმავლობაში ან თავდაცვის მდივნის შეხედულებისამებრ“.
