კანადაში „დიდი შვიდეულის“ ლიდერები იკრიბებიან

კანადაში „დიდი შვიდეულის“ ლიდერები იკრიბებიან. ადგილზე უკვე ჩავიდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ ეს პირველი „დიდი შვიდეულის“ სამიტია ტრამპის მონაწილეობით.

გრენლანდიაში ვიზიტის შემდეგ, კანადაში ასევე ჩავიდა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. ადგილზე იმყოფება ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენიც.

„დიდი შვიდეულის“ სამიტს გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერციც დაესწრება, რომლისთვისაც პირველი სამიტია კანცლერის პოსტზე. მოგვიანებით, მერცი კანადის პრემიერ-მინისტრს, მარკ კარნესაც შეხვდა.

„დიდი შვიდეულის“ ლიდერები სამიტის პირველ დღეს გლობალურ ეკონომიკაზე ფოკუსირდებიან. ისინი ასევე განიხილავენ ისეთ პრობლემებს, როგორიცაა ტყის ხანძრები, ასევე ნარკოტიკების კონტრაბანდა და მიგრანტების თემა. 17 ივნისს კი უკრაინის საკითხი იქნება განხილული, სადაც მონაწილეობას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც მიიღებს.