მთავარი
რუსეთმა მასირებული იერიში მიიტანა უკრაინაზე, მათ შორის კიევზე
- Details
- By iaiaia
- Hits: 56
უკრაინის დედაქალაქ კიევში სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა და 44 დაიჭრა რუსეთის ჯარების მიერ 17 ივნისს, შუაღამის შემდეგ განხორციელებული მასირებული შეტევის შედეგად.
ინფორმაცია დაღუპულთა შესახებ დილის რვა საათის შემდეგ ტელეგრამ-არხებით გაავრცელეს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ და კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ტიმურ ტკაჩენკომ. მანამდე ოფიციალურად ცნობილი იყო, რომ კიევში 40-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
დანგრეული და დაზიანებულია სახლები, კიევის საავიაციო ინსტიტუტის საერთო საცხოვრებელი და სხვა შენობები. გაჩნდა ხანძრები.
რუსეთის ჯარებმა უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით შეუტიეს.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, 6 ადამიანი დაშავდა ოდესის ოლქში, 1 - კიევის ოლქში და 1 - ჩერნიგოვის ოლქში. კლიმენკოს ცნობით, დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ სახლები, საგანმანათლებლო დაწესებულებები და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები.
