მთავარი
აშშ-ის საელჩო იერუსალიმში 20 ივნისამდე დაიხურება
- Details
- By ani
- Hits: 51
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, იერუსალიმში ამერიკის საელჩო დროებით დაიხურება. უწყების განცხადებით, გადაწყვეტილება უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების ფონზე იქნა მიღებული და ის ძალაში 20 ივნისამდე დარჩება.
„დახურვა ისრაელის თავდაცვის ძალების შიდა ფრონტის სარდლობის რეკომენდაციების საფუძველზე განხორციელდა,“ — ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გარდა საელჩოსა, შეჩერდება საკონსულო მომსახურება როგორც იერუსალიმში, ასევე თელ-ავივში.
ამ ეტაპზე უცნობია, რა ფორმით გაუწევს სახელმწიფო დეპარტამენტი დახმარებას ისრაელში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს. უწყება დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.
იერუსალიმში აშშ-ის საელჩო 2018 წლის 14 მაისს მას შემდეგ გაიხსნა, რაც დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა 2017 წლის დეკემბერში.
გახსნის ცერემონიის პარალელურად, ტრაგიკულად განვითარდა მოვლენები ღაზას საზღვართან, სადაც პალესტინელმა დემონსტრანტებმა აშშ-ის გადაწყვეტილება გააპროტესტეს. შეტაკებებს ისრაელის პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის, 43 ადამიანი შეეწირა.
